Sunday, October 8, 2017

მერვე დღე

დავასრულეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა დიფერენცირებული სწავლების მეთოდების განხილვით და ავტვირთეთ ბლოგზე პორტფოლიო.
"გავიცნოთ ჯადოსნური  დისნეი"

Saturday, October 7, 2017

მეშვიდე დღე

დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გავუკეთეთ კომენტარი. ასევე გავეცანით და ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.

Sunday, October 1, 2017

მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავეთ ელექტრონული გაზეთის შექმნაზე როგორც მოსწავლეებმა, ვისწავლეთ ინტერნეტიდან მოძიებული სურათებისა და ინფორმაციების შენახვა საავტორო უფლებების საქაღალდეში.

Saturday, September 30, 2017

მეხუთე დღე

დღევანდელ ტრენინგზე  გავიხსენეთ დროის ჩარჩო და შეფასების მონახაზი, განვიხილეთ წინარე ცოდნისა და სასაწავლო პროცედურების გაწერა, ასევე მოვახდინეთ პრეზენტაციაში ჩასწორება.

Wednesday, September 13, 2017

მეოთხე დღე

    დღეს შევისწავლეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები, დეტალურად განვიხილეთ პროექტის დასაწყისისთვის ეფექტური მეთოდები და ინსტრუმენტები, ასევე რა პროეცესებია საჭირო პროექტის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ.
 დავაკონკრეტეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები როგორ ეხმარება მოსწავლეს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.

Tuesday, September 12, 2017

მესამე დღე

 დღეს ტრენინგზე გავეცანით და ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა, დეტალურად გავიარეთ პროექტის შინაარსისა და პროექტის საფუძვლების შევსების წესები და თუ როგრ უნდა მოვარგოთ ესგ -ს სტანდარტი კონკრეტულ პროექტს და რა საკითხები უნდა გავითვალისწინოთ.

Thursday, September 7, 2017

მეორე დღე

      დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით ერთგვერდიან, ორგვერდიან და სამგვერდიანი ბუკლეტების დანიშნულებას. განვიხილეთ ბუკლეტის დანიშნულება პროექტის მიმდინარეობისას, ვისწავლეთ სამგვერდიანი ბუკლეტის შექმნა და მასზე საჭირო ინფორმაციის განაწილება.
     ასევე ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მასში ინფორმაციის განთავსება.